კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია დაწყო.
- 27 ივნისი, 2022
კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია დაწყო.
რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ადგილზე, სკოლაში, ასევე ონლაინ.
ონლაინ რეგისტრაციის მსურველებს რეგისტრაცია შეგიძლიათ დღეიდან - 20 ივლისამდე.(რეგისტრაცია შეწყდება 19 ივლისს, 18:00 საათზე).
სკოლაში რეგისტრაციის მსურველებს, რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა გექნებათ 28 ივნისიდან-20 ივლისამდე.
მისაღები გამოცდის ჩატარების ზუსტი თარიღი, ადგილი, ტესტის სტრუქტურა და ხანგრძლივობა, ასევე საგამოცდო პირობები გამოცხადდება არაუგვიანეს 11 ივლისს.
იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2021-22 სასწავლო წელს სწავლობდნენ კომაროვის სკოლაში, საგამოცდო რეგისტრაცია არ სჭირდებათ. მათ დაარეგისტრირებს სკოლა.
რეგისტრაციის პირობები:
ონლიან რეგისტრაციისას მშობელმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
ონლაინ რეგისტრაციისას, მშობელმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტების სკანირებული ვერსია:
ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის 2021-22 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.
ბ) დახასიათება სკოლიდან, სადაც აუცილებლად უნდა ეწეროს ფრაზა: „2021-22 სასწავლო წელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული“.
გ) ან პირადობის მოწმობის, ან ID ბარათის, ან პასპორტის, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (ჩამოთვლილთაგან პირადობის დამადასტურებელი რომელიმე 1 დოკუმენტი, რომელიც, ასევე უნდა წარმოადგინოს გამოცდაზე).
ადგილზე რეგისტრაციის მსურველთათვის:
რეგისტრაცია იწარმოებს სკოლაში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 28 ივნისიდან - 20 ივლისამდე (რეგისტრაცის შეწყდება 19 ივლისს 17:00 საათზე).
მისამართი, თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49, ოთახი N116;
11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.
ადგილზე რეგისტრაციის პირობა:
მშობელი ავსებს შესაბამის განაცხადს, რომელსაც თან უნდა დაურთოს:
ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის 2021-22 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.
ბ) დახასიათება სკოლიდან, სადაც აუცილებლად უნდა ეწეროს ფრაზა: „2021-22 სასწავლოწელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული“.
გ) ან პირადობის მოწმობის, ან ID ბარათის, ან პასპორტის ასლი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (ჩამოთვლილთაგან პირადობის დამადასტურებელი რომელიმე 1 დოკუმენტი, რომელიც, ასევე უნდა წარმოადგინოს გამოცდაზე).
ვიმეორებთ:
მოსწავლეები, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წელს სწავლობდნენ კომაროვის სკოლაში, არ გადიან რეგისტრაციას, ითვლებიან რეგისტრირებულებად, შესაბამისად არ საჭიროებენ მითითებული დოკუმენტების ატვირთვას ან წარმოდგენას.
მისაღები გამოცდის თარიღები, გამოცდის ფორმატი და ტესტის სქტრუქტურა იხილეთ: https://bit.ly/3P6jtwg
მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:
· გამოცდაზე შეიძლება არ დაიშვას ის მოსწავლე, რომელიც 2021-22 სასწავლო წელს არ სწავლობდა კომაროვის სკოლაში და რომელსაც მათემატიკასა და ფიზიკაში წლიურიშეფასება ექნება 7 ან ნაკლები, ხოლო სხვა რომელიმე საგანში, გარდა უცხოური ენისა, ექნება 6 ან ნაკლები (ვიმეორებთ, მოსწავლეს, რომელიც 2021-22 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში და აბარებს მისაღებ გამოცდას, ნიშნებისა და დახასიათებისწარმოდგენა არ სჭირდება)
· გამოცდაზე შეიძლება არ დაიშვას მოსწავლე, რომელსაც სკოლის მიერ წარმოდგენილი დახასიათებიდან არ გამოიკვეთება, რომ 2021-22 სასწავლო წელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული“.
· მოსწავლემ, რომელმაც 2021-22 სასწავლო წელს დაძლია კონკრეტული კლასი, იმავე კლასში მისაღებ გამოცდაზე არ დაიშვება.
მე-8 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მხოლოდ მათემატიკაში.
მე-9, მე-10, მე-11 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მათემატიკასა და ფიზიკაში.
მე-9, მე-10, მე-11 კლასების მისაღები გამოცდის ტესტში გაერთიანებული იქნება ფიზიკისა და მათემატიკის საკითხები.
მისაღები გამოცდის ჩატარების ზუსტი თარიღი, ადგილი, ტესტის სტრუქტურა, და ხანგრძლივობა, ასევე საგამოცდო პირობები გამოცხადდება არაუგვიანეს 11 ივლისს.
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!